Trust Point Tax & Legal
ყველა სტატია
საგადასახადო18 სექტემბერი, 2026 2 წუთი

საჯარო გადაწყვეტილება: გაცვლის(ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა

გაცვლის(ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა, როდესაც გარიგების შეთანხმებული ფასი შემფასებლის დასკვნით დადგენილ სანაცვლოდ მიღებული საქონლის (მიწის) საბაზრო ფასს აღემატება

საჯარო გადაწყვეტილება: გაცვლის(ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა

როგორ განისაზღვრება გაცვლის(ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა, როდესაც გარიგების შეთანხმებული ფასი  შემფასებლის დასკვნით დადგენილ სანაცვლოდ მიღებული საქონლის (მიწის) საბაზრო ფასს აღემატება?

ფინანსთა სამინისტროს საჯარო გადაწყვეტილებით დაზუსტდა, რომ ბარტერული ოპერაციისას, როდესაც კომპეტენტური შემფასებლის დასკვნის მიხედვით განსაზღვრული მიღებული ქონების საბაზრო ფასი ნაკლებია გარიგების შეთანხმებულ ფასზე, დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმებული გარიგების ფასის მიხედვით (საბაზრო ფასად მიიჩნევა შეთანხმებული ფასი).

მაგალითად, თუ კომპანიის მიერ დადებული გარიგების ფასი შეადგენს 1 100 000 ლარს, რომლის ფარგლებში ხდება მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემა და 700 000 ლარის ოდენობით ფულადი ანაზღაურება, ხოლო კომპეტენტური შემფასებლის დასკვნის მიხედვით, მიღებული ქონების(მიწის) საბაზრო ფასია 600 000 ლარი, დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადენს 400 000 ლარს- გარიგებისს მთლიან ფასს (1 100 000 ლარს) გამოკლებული ფულადი ანაზღაურება (700 000 ლარი).

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანებაში 2023 წლის 14 აგვისტოს განხორციელებულ ცვლილებამდეც, რომლითაც ბარტერული ოპერაციების დასაბეგრი თანხის განსაზღვრის სპეციალური წესი განისაზღვრა, თუ მხარეებს ბარტერის ხელშეკრულებით გარიგების ფასი ფულადი გამოხატულებით ჰქონდათ შეთანხმებული, დეველოპერის დასაბეგრი თანხის განსაზღვრისას ასევე შეთანხმებული ფასი გამოიყენებოდა. ამასთან, ღირებულების ხელოვნურად შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა, მოეხდინა ოპერაციის თანხის საბაზრო ფასამდე კორექტირება.

2023 წლის 14 აგვისტოს ცვლილებით, ზემოაღნიშნულ ინსტრუქციას დაემატა 48³ მუხლი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ თუ ბარტერული ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა აუცილებლად მისაღები საქონლის ან მომსახურების საბაზრო ფასით (დღგ-ის გარეშე) განისაზღვრება. ზემოაღნიშნული საჯარო გადაწყვეტილების მიხედვით კი დაზუსტა, რომ საბაზრო ფასს, გარიგების ფულად გამოხატულებაში შეთანხმების შემთხვევაში, შეადგენს შეთანხმებულ და კომპეტენტური შემფასებლის დასკვნით დადგენილ ფასებს შორის უმაღლესი.

საჯარო გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6866086?publication=0