
საგადასახადო ვალდებულებები დაგროვებით ბარათზე მომხმარებლისთვის ქულების დარიცხვისას
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დაგროვებით ბარათზე მომხმარებლისთვის ქულების დარიცხვისას
სრულად ნახვა
საგადასახადო და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება ბიზნესებისთვის — პრაქტიკული მიდგომა, რისკების სწორი შეფასება და დასაბუთებული გადაწყვეტილებები.
საგადასახადო და იურიდიული მომსახურებები, რომლებიც მორგებულია კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე.
საგადასახადო აუდიტი მოიცავს კომპანიის საქმიანობის, საგადასახადო დეკლარაციების, პირველადი დოკუმენტაციისა და განხორციელებული ოპერაციების შესაბამისობის შესწავლას მოქმედ კანონმდებლობასთან. აუდიტის შედეგად გამოვლინდება შესაძლო საგადასახადო რისკები, განისაზღვრება მათი ფინანსური გავლენა და მომზადდება პრაქტიკული რეკომენდაციები ხარვეზების გამოსასწორებლად.
მომსახურება მოიცავს კონკრეტული ოპერაციებისა და ბიზნესგადაწყვეტილებების საგადასახადო შედეგების შეფასებას, კანონმდებლობის განმარტებასა და ზეპირი ან წერილობითი რეკომენდაციების მომზადებას. კონსულტაცია ეხმარება კომპანიას, სწორად განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულებები და გადაწყვეტილების მიღებამდე შეაფასოს შესაძლო რისკები.
საგადასახადო მონიტორინგი გულისხმობს კომპანიის მუდმივ პროფესიულ მხარდაჭერას. მომსახურების ფარგლებში პერიოდულად მოწმდება საგადასახადო პროცესები და მნიშვნელოვანი ოპერაციები, ხდება ხელშეკრულებების საგადასახადო ანალიზი, შესაძლო რისკების დროული გამოვლენა და კომპანიის ინფორმირება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.
მომსახურება მოიცავს საგადასახადო შემოწმების შედეგებისა და გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებას, საჩივრებისა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას, ასევე კლიენტის ინტერესების დაცვას შემოსავლების სამსახურში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსა და სასამართლოში.
იურიდიული მომსახურება მოიცავს ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარდაჭერას, ხელშეკრულებების მომზადებასა და ანალიზს, კორპორაციული და შრომითი საკითხების მოწესრიგებას და სამართლებრივი რისკების შეფასებას.
მომსახურება გულისხმობს დაგეგმილი ან განხორციელებული ოპერაციის საგადასახადო შედეგების დეტალურ შესწავლას, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის მომზადებასა და შემოსავლების სამსახურში წარდგენას. პროცესის ფარგლებში მკაფიოდ ჩამოყალიბდება განსახილველი საკითხი, მომზადდება სამართლებრივი დასაბუთება და უზრუნველყოფილი იქნება კლიენტის წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღებამდე.

Trust Point Tax & Legal არის საგადასახადო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე მოქმედ ბიზნესებს პროფესიულ მომსახურებასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას სთავაზობს.
კომპანია კლიენტებს ემსახურება საგადასახადო კონსულტაციის, საგადასახადო აუდიტის, დავების, იურიდიული მომსახურებისა და ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმართულებებით. ჩვენი მომსახურება მორგებულია როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე.
Trust Point Tax & Legal-ის გუნდი აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებს. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, სწორად შეაფასონ საგადასახადო და სამართლებრივი საკითხები, დროულად გამოავლინონ შესაძლო რისკები და მიიღონ პრაქტიკულად დასაბუთებული გადაწყვეტილებები.
ჩვენი მიზანია კლიენტებთან გრძელვადიანი და სანდო პარტნიორობის ჩამოყალიბება, მათი ინტერესების დაცვა და ბიზნესის უსაფრთხო და სტაბილური განვითარების მხარდაჭერა.
პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა საგადასახადო და სამართლებრივი მიმართულებებით.
Trust Point Academy გთავაზობთ საგადასახადო და სამართლებრივი მიმართულებების პრაქტიკაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, კურსებსა და ტრენინგებს. სწავლება აერთიანებს კანონმდებლობის სისტემურ განხილვას, პრაქტიკულ მაგალითებს, საგადასახადო ორგანოს მიდგომებსა და რეალურ სამუშაო პროცესში გამოსაყენებელ ცოდნას.
პროგრამები განკუთვნილია როგორც დამწყები სპეციალისტებისთვის, ისე მოქმედი ბუღალტრების, აუდიტორების, ფინანსისტებისა და იურისტებისთვის.
სასწავლო პროგრამები
პრაქტიკული კურსები
პროფესიული ტრენინგები
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ყველაზე გავრცელებულ კითხვებს ჩვენი მომსახურებების, კონსულტაციისა და თანამშრომლობის პროცესის შესახებ.
ვერ იპოვეთ პასუხი?
დაგვიკავშირდითTrust Point Tax & Legal-ის მომსახურება განკუთვნილია როგორც მსხვილი კომპანიებისთვის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ საგადასახადო, სამართლებრივი და ბიზნესთან დაკავშირებული პროფესიული მხარდაჭერა.
პირველადი კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან საკონტაქტო ფორმის საშუალებით. შეხვედრის ან ზარის ფარგლებში განვიხილავთ თქვენს საკითხს და განვსაზღვრავთ მომსახურების შესაბამის ფორმატს.
საგადასახადო აუდიტი მოიცავს კომპანიის საქმიანობის, დეკლარაციების, დოკუმენტაციისა და ოპერაციების სისტემურ შემოწმებას შესაძლო რისკების გამოსავლენად. საგადასახადო კონსულტაცია კი ძირითადად კონკრეტული ოპერაციის, გადაწყვეტილების ან საგადასახადო საკითხის შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადებას გულისხმობს.
დიახ. მომსახურება შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი კონკრეტული საკითხის ფარგლებში, ისე პერიოდული ან მუდმივი პროფესიული მხარდაჭერის ფორმატით.
დიახ. მომსახურება მოიცავს საგადასახადო შემოწმების შედეგებისა და გადაწყვეტილებების შეფასებას, საჩივრებისა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის ინტერესების დაცვას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, საკითხის მოცულობის, სირთულის, სამუშაოს ხანგრძლივობისა და საჭირო მომსახურების ფორმატის მიხედვით.
Trust Point Academy-ის პროგრამები განკუთვნილია როგორც დამწყები სპეციალისტებისთვის, ისე მოქმედი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის, ფინანსისტებისა და იურისტებისთვის, რომლებსაც პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სურთ.
დაგვიკავშირდით საგადასახადო ან სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი გუნდი გაეცნობა თქვენს მოთხოვნას და დაგეხმარებათ შესაბამისი გადაწყვეტილების მოძიებაში.
ტელეფონი
ელ. ფოსტა
Info@trust-point.geმისამართი
ცოტნე დადიანის ქ. 152, თბილისი 0180
კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დაგროვებით ბარათზე მომხმარებლისთვის ქულების დარიცხვისას
სრულად ნახვა
გაცვლის(ბარტერული) ოპერაციის დღგ-ით დასაბეგრი თანხა, როდესაც გარიგების შეთანხმებული ფასი შემფასებლის დასკვნით დადგენილ სანაცვლოდ მიღებული საქონლის (მიწის) საბაზრო ფასს აღემატება
სრულად ნახვა
მწარმოებლისგან მიღებული საგარანტიო ანაზღაურების დღგ-ით დაბეგვრა
სრულად ნახვამოგვწერეთ WhatsApp-ზე
აირჩიეთ სასურველი ნომერი